სამყაროს ევოლუცია

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

ალ. თევზაძე, გაზაფხულის სემესტრი (2011)

 

ძირითადი გამოცდები:

წერითი გამოკითხვა:          06.07.2011 (09:00 - თსუ ბიბლიოთეკის კორპუსი)

(მაქს. 20 ქულა)

ზეპირი გამოკითხვა:          07.07.2011 (12:00 - თსუ II კორპუსი)

(მაქს.20 ქულა)                      08.07.2011 (12:00 - თსუ II კორპუსი)

                                                09.07.2011 (12:00 - თსუ II კორპუსი)

დამატებითი გამოცდები:

წერითი გამოკითხვა:          (გამოცხადდება საგამოცდო ცენტრის მიერ)

ზეპირი გამოკითხვა:          20.07.2011 (12:00 - თსუ II კორპუსი)

 

 

საგამოცდო ბილეთში:                      4 საკითხი;

თითოეული საკითხის შეფასება:    5 ქულა

ჯამური შეფასება:                            20 ქულა

 

საგამოცდო საკითხები

 

ლექცია 1.

–        ადრეული წარმოდგენები სამყაროს შესახებ, პლანეტების ცის თაღზე მოძრაობის უცნაურობები;

–        გეოცენტრული სისტემა, ჰელიოცენტრული სისტემა;

 

ლექცია 2.

–        კეპლერის კანონები, გალილეის დაკვირვებები;

–        ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონი, ნიუტონის სამყარო (კოსმოლოგია);

 

ლექცია 3.

–        მზის სისტემა, პლანეტები, ჯუჯა პლანეტები;

–        მზის სისტემის მცირე სხეულები, ასტეროიდები, კომეტები;

 

ლექცია 4.

–        მზე, მზის შინაგანი სტრუქტურა;

–        მზის მაგნიტური ველები, მზის ქარი და მისი გავლენა დედამიწაზე;

 

ლექცია 5.

–        ვარსკვლავების ნათობის ენერგიის წყარო, ვარსკვლავები, სპექტრული კლასიფიკაცია;

–        ჰერცშპრუნგ–რასელის (H-R) დიაგრამა;

 

ლექცია 6.

–        ვარსკვლავების დაბადება და ევოლუცია, პროტოვარსკვლავები;

–        ზეახალი ვარსკვლავები და  ზეახალის კომპაქტური ნარჩენები  (თეთრი ჯუჯები, ნეიტრონული ვარსკვლავები, შავი ხვრელები);

 

ლექცია 7.

–        ჩვენი გალაქტიკა, გალაქტიკის სპირალური სტურქტურა;

–        გალაქტიკების ლოკალური ჯგუფი (ლექცია7-8);

 

ლექცია 8.

–        გალაქტიკების ჰაბლის კლასიფიკაცია;

–        ფარული მასა;

 

ლექცია 9.

–        ექსტრაგალაქტიკური მანძილის გაზომვის პრობლემები და არსებული მეთოდები;

–        სამყარო გალაქტიკური გროვების მასშტაბში, კოსმოლოგიური პრინციპი;

 

ლექცია 10.

–        კლასიკური ფიზიკა და კოსმოლოგია, ფარდობითობის ზოგადი თეორიის ეფექტები;

–        სამყაროს გაფართოება, ჰაბლის რადიუსი, კოსმოლოგიური ჰორიზონტი;

 

ლექცია 11.

–        დიდი აფეთქების თეორია, ადრეული სამყარო;

–        რელიქტური ფონის გამოსხივება, ფარული ენერგია;