ელექტრომაგნეტიზმის თეორია (2011/2012)

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

ალ. თევზაძე

 

ძირითადი გამოცდები:

წერითი გამოკითხვა:         23.01.2012 (14:30 - თსუ ბიბლიოთეკის კორპუსი)

(მაქს. 20 ქულა)

ზეპირი გამოკითხვა:         24.01.2012 (12:00 - თსუ II კორპუსი, ა. თევზაძე)

(მაქს.20 ქულა)                     25.01.2012 (12:00 - თსუ II კორპუსი, ა. თევზაძე)

 

დამატებითი გამოცდები:

წერითი გამოკითხვა:         (გამოცხადდება საგამოცდო ცენტრის მიერ)

ზეპირი გამოკითხვა:         23.02.2012 (12:00 - თსუ II კორპუსი, თ. ნადარეიშვილი)

24.02.2012 (12:00 - თსუ II კორპუსი, თ. ნადარეიშვილი)

 

საგამოცდო ბილეთში:                              2 საკითხი

თითოეული საკითხის შეფასება:           10 ქულა

ჯამური შეფასება:                                      20 ქულა

 

საგამოცდო საკითხები

 

 

  1. წერტილოვანი ელექტრული მუხტის ველი ვაკუუმში; მუხტზე მოქმედი ძალა ელექტროსტატიკურ ველში; ელექტროსტატიკური ველის პოტენციალი; წერტილოვანი წყაროს პოტენციალი; მუშაობა და პოტენციალი; პოტენციალის გამოთვლის დიფერენციალური ფორმა;

 

  1. გაუსის და სტოქსის თეორემები ელექტროსტატიკური ველისათვის; კანონების ინტეგრალური და დიფერენციალური ფორმები; ფიზიკური შინაარსი;

 

  1. ელექტრული დიპოლი და კვადრუპოლი; დიპოლის ელექტრული ველის დაძაბულობა და პოტენციალი; დიპოლისა და კვადრუპოლის ელექტრული ველის დაძაბულობა დიდ მანძილზე;

 

  1. გამტარები ელექტრულ ველში; ელექტროსტატიკური ინდუქცია გამტარებში; ელექტრული ველი გამტარის ზედაპირთან;  ელექტრული მუხტის განაწილება ზედაპირთან, ჩაკეტილი გამტარი ზედაპირის თვისებები;

 

  1. პუასონის განტოლება, ლაპლასის განტოლება; განტოლებების გამოყვანა სტატიკური ელექტრული ველის კანონზომიერებებზე დაყრდნობით; ელექტრული ძაბვა; მუხტზე შესრულებული მუშაობის და ელექტრული ძაბვის კავშირი ელექტროსტატიკურ ველში;

 

  1. განმხოლოებული გამტარის ელექტრული ტევადობა; გამტართა სისტემის ელექტრული ტევადობა; ელექტრული კონდენსატორის ტევადობები: ბრტყელ-პარალელური კონდენსატორი; სფერული კონდენსატორი;

 

  1. დიელექტრიკის პოლარიზაცია; იზოტროპული და ანიზოტროპული დიელექტრიკები; დიელექტრიკული ამთვისებლობა და შეღწევადობა; გაუსის თეორემა პოლარიზაციის ვექტორისათვის;

 

  1. E და D ვექტორები; გაუსის თეორემა D ვექტორისთვის; ელექტრული ველის ენერგია დიელექტრიკებში; ბრტყელ-პარალელური კონდენსატორის ტევადობა დიელექტრიკის შემთხვევაში;

 

  1. ელექტრული ველი ორი დიელექტრიკის გამყოფ ზედაპირზე; ელექტროსტატიკური ველის გარდატეხვის კანონი; დიელექტრიკები არაწრფივი პოლარიზაციით: მაგალითები (ელექტრეტების ტიპები; პიეზოელექტრიკები; პიროელექტრიკები; ფეროელექტრიკები); ელექტროსტრიქცია;

 

  1. ელექტრული დენი; მუხტის უწყვეტობის განტოლება; ომის კანონი ერთგვაროვანი გამტარებისათვის; ელექტრომამოძრავებელი ძალა და ომის განზოგადოებული კანონი; კირხოფის კანონები; ჯოულ-ლენცის კანონი;

 

  1. წერტილოვან მუხტზე მოქმედი ძალა ელექტრომაგნიტურ ველში: ლორენცის ძალა; კავშირი მოძრავი წერტილოვანი მუხტის ელექტრულ და მაგნიტურ ველებს შორის; ორი თანაბრად მოძრავი წერტილოვანი მუხტის ელექტრული და მაგნიტური ურთიერთქმედების ძალების შედარება;

 

  1. ბიო-სავარის კანონი; მუხტის ნაკადისა და წირითი დენის მიერ გაჩენილი მაგნიტური ველის სიდიდე და მიმართულება; ბიო-სავარის კანონის ინტეგრალური და დიფერენციალური ფორმა;

 

  1. მაგნიტური ველის ნაკადი ჩაკეტილ ზედაპირში: გაუსის თეორემა; მაგნიტური ველის ცირკულაცია ჩაკეტილ კონტურში; კანონების ინტეგრალური და დიფერენციალური ფორმა; მაგნიტური პოტენციალი და მისი შემოყვანის პირობა;

 

  1. დენიან გამტარზე მოქმედი მაგნიტური ველის ძალა: ამპერის კანონი; ორი პარალელური დენიანი გამტარის ურთიერთქმედების ძალები;

 

  1. ელექტრომაგნიტური ველის ფარდობითობა: ელექტრომაგნიტური ველის გარდაქმნის ფორმულები; ელექტრომაგნიტური ველის ინვარიანტები; ელექტრომაგნიტური ველის კონფიგურაცია სხვადასხვა ინვარიანტების დროს (პირველი, მეორე ან ორივე ინვარიანტის ნულთან ტოლობა);

 

  1. ნივთიერების დამაგნიტებულობა; მაგნიტური ველის დაძაბულობა და ინდუქცია (H და B ვექტორები). მაგნიტური შეღწევადობა; დიამაგნეტიკები და პარამაგნეტიკები; ფერომაგნეტიზმი;

 

  1. ელექტრომაგნიტური ინდუქციის კანონი; ლენცის წესი; თვითინდუქცია; სოლენოიდის ინდუქციურობა; ორი ჩაკეტილი კონტურის ურთიერთინდუქცია;

 

  1. წანაცვლების დენი; მაქსველის განტოლებები ვაკუუმში; მაქსველის განტოლებები გარემოში; ინტეგრალური და დიფერენციალური ფორმა; მაქსველის განტოლებების ფიზიკური შინაარსი;

 

  1. ელექტრომაგნიტური ტალღები; ელ.–მაგ. ტალღის განტოლების გამოყვანა მაქსველის განტოლებებიდან;  ელექტრული და მაგნიტური ველის თვისებები ელ.–მაგ. ტალღაში; ელ.–მაგ. ტალღის სიჩქარე ვაკუუმსა და გარემოში; ელმაგ. ტალღის პოლარიზაცია;

 

  1. ელექტრომაგნიტური ველის ენერგია ვაკუუმსა და ნივთიერებაში; ლექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადი: პოინტინგის ვექტორი და პოინტინგის თეორემა; ელ.–მაგ. ტალღის ენერგიის ნაკადი; ელ.–მაგ. ტალღის წნევა და იმპულსი;