საგამოცდო საკითხები

 

1.      ელექტრული მუხტი ვაკუუმში. წერტილოვანი ელექტრული მუხტის ველი; მუხტზე მოქმედი ძალა ელექტროსტატიკურ ველში;

 

2.      გაუსის თეორემა ელექტრული ველისათვის; ინტეგრალური და დიფერენციალური ფორმა; ფიზიკური შინაარსი;

 

3.      სტოქსის თეორემა ელექტრული ველისათვის; ინტეგრალური და დიფერენციალური ფორმა; ფიზიკური შინაარსი;

 

4.      ელექტროსტატიკური ველის პოტენციალი; წერტილოვანი წყაროს პოტენციალი; მუშაობა და პოტენციალი; პოტენციალის გამოთვლის დიფერენციალური ფორმა;

 

5.      ელექტრული დიპოლი და კვადრუპოლი. დიპოლური ელექტრული ველი და პოტენციალი; მაღალი რიგის მულტიპოლების თვისებები;

 

6.      გამტარის თვისებები ელექტრულ ველში; გამტარის პოტენციალი და ელექტრული ველი ზედაპირთან; ელექტრული მუხტის განაწილება გამტარში; ჩაკეტილი გამტარი ზედაპირის თვისებები;

 

7.      კონდენსატორები; იზოლირებული გამტარის ტევადობა; გამტართა სისტემის ელექტრული ტევადობა; ბრტყელ–პარალელური კონდენსატორი ტევადობა;

 

8.      ელექტრული ველის დაძაბულობა დიელექტრიკში: E და D ვექტორები, დიელექტრიკული შეღწევადობა, გაუსის თეორემა D ვექტორისათვის, ელექტრული ველი დიელექტრიკების გამყოფ ზედაპირზე;

 

9.      ელექტრული მუხტის უწყვეტობის განტოლება, ელექტრული დენი და დენის სიმკვრივე, ომის კანონი და ომის განზოგადოებული კანონი;

 

10.  ელექტრული სქემების გათვლის სქემები, კირხოფის პირველი კანონი, კირხოფის მეორე კანონი, ჯოულ–ლენცის კანონი, კონდენსატორის განმუხტვის კანონი;

 

11.  ლორენცის ძალა ელექტრომაგნიტური ველისათვის, მოძრავი მუხტის მაგნიტური ველი, ბიო–სავარის კანონი, მაგნიტური ველის გაუსის და სტოქსის თეორემები, ინტეგრალური და დიფერენციული ფორმა;

 

12.  მაგნიტური ველი ნივთიერებაში, B და H ვექტორები, ნივთიერების მაგნიტური შეღწევადობა, დიამაგნეტიზმი, პარამაგნეტიზმი, ფერომაგნეტიზმი;

 

13.  ელექტრული და მაგნიტური ველის ფარდობითობა; E და B ველების გარდაქმნის ფორმულები; ელექტრომაგნიტური ველის ინვარიანტები;

 

14.  მაქსველის განტოლებები; მაქსველის განტოლებების ფიზიკური შინაარსი; ელექტრომაგნიტური ველის ენერგია;

 

15.  ელექტრომაგნიტური ტალღები; ელექტრომაგნიტური ტალღები ნივთიერებაში;